#ვეტერინარისრჩევები ჩვენი ექიმი-ონკოლოგი ცხოველებში გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებების შესახებ 🧬

იცოდით, რომ ონკოლოგიური დაავადებები ისეთივე ხშირია თქვენს ოთხფეხა მეგობრებში, როგორც ადამიანებში და მისი განვითარების შანსი 10 წელს გადაშორებულ შინაურ ცხოველებში განსაკუთრებით მაღალია? 🦠

დღეს ჩვენი ექიმი-ონკოლოგი მოგიყვებათ ცხოველებში გავრცელებულ ონკოლოგიურ დაავადებებზე, მათ ნიშნებსა და მკურნალობის გზებზე👨‍⚕️
როგორც ადამიანებში, ისე ცხოველებში კიბოს განვითარების საფეხურები აქვს და რაც უფრო მალე იქნება დაავადება აღმოჩენილი, თქვენი ოთხფეხა მეგობრის სხეულში, მით მეტია შანსი მისი გართულებების გარეშე მოშორების.🩺

პირველი და მეორე სტადია ცხოველებში თითქმის ყოველთვის განკურნებადია💉
მესამე სტადიიდან კი კომპლექსური კომბინირებული მკურნალობა არის საჭირო - ოპერაცია, ქიმიოთერაპია - რითიც თქვენი პატარა მეგობრისთვის რამდენიმე წლის სიცოცხლის მოგება შეგიძლიათ🧪

სამწუხაროდ, სიტუაცია ბევრად მძიმეა სიმსივნის მეოთხე სტადიაზე აღმოჩენის დროს. ამ შემთხვევაში თქვენი შინაური ცხოველის გადარჩენა თითქმის შეუძლებელია, მაგრამ მკურნალობით და ქიმიოთერაპიის კურსით მათთვის ტკივილის შემსუბუქება არის შესაძლებელი 🥺💛

ნუ შეგეშინდებათ ქიმიოთერაპიის, რადგან ცხოველებისთვის ეს პროცედურა ბევრად ნაკლებ დისკომფორტთან არის დაკავშირებული. მეტწილად, ისინი ადვილად იტანენ თერაპიას, არ სცვივათ ბეწვი და გვერდითი მოვლენების განვითარების შანსიც 20 %-ს არ აღემატება 🩻

სამედიცინო პრაქტიკაში ყველაზე ხშირად ვაწყდებით სარძევე ჯირკვლების სიმსივნეებს, ლიმფომებს და კანის ნეოპლაზმებს 🆘
სარძევე ჯირკვლების სიმსივნის ძირითადი გამომწვევი მიზეზი ჰორმონული დისბალანსია, რისი არიდებაც დროული სტერილიზაცია/კასტრაციით არის შესაძლებელი 🏨

რაც შეეხება ლიმფომას ის სისტემური დაავადებაა, რომელშიც სიმსივნური ლიმფოციტები, კვანძები ინფიცირდება და სხეულის ნებისმიერ ნაწილში შეუძლიათ განვითარება🫁
კატებში ლიმფომა შეიძლება გამოწვეული იყოს ვირუსული ლეიკემიით და ვირუსული იმუნოდეფიციტით.
ძაღლებში ლიმფომის მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია 🧐

სიმსივნის ყველაზე გავრცელებული ნიშნები ცხოველებში ზედაპირული ლიმფური კვანძების საგრძნობი ზრდა, ბევრი წყლის სმა, გახშირებული შარდვა და წონაში საგრძნობი კლებაა 🦮
თუ ამ სიმპტომებს შეამჩნევთ თქვენს ოთხფეხა მეგობრებში, გირჩევთ, დროულად მიმართოთ სპეციალისტს, რადგან პრევენცია საუკეთესო საშუალებაა გართულებების თავიდან ასარიდებლად ✊

🗓️ ჩვენთან ექიმ-ონკოლოგთან კონსულტაცია შესაძლებელია მხოლოდ ორშაბათს, ოთხშაბათსა და კვირას.

☎️ ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით 0322 305 059